пятница, 26 октября 2018 г.

ისტორიის წრე ,,ოქროს საწმისი"მეხუთე შეხვედრა

 ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მეხუთე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 26 ოქტომბერს.
  
  •  თემა: ,,რომი და კართაგენი(პუნიკური ომები)"
  •  მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან რომისა და კართაგენის  დაპირისპირების მიზეზებს ,სახელწიფო წყობის წესებს,იმსჯელებენ ამ სახელმწიფოების ძლიერებაზე,შეძლებენ პუნიკური ომების გამომწვევი მიზეზების ახსნას,დაახასიათებენ სამხედრო ტაქტიკის გამოყენების ხერხებს,ისაუბრებენ მხედარმთავარ ჰანიბალის პიროვნების შესახებ,იმსჯელებენ, შეაფასებენ პუნიკური ომების შედეგებს.
  • განსავითარებელი უნარები:მოსწავლეებს განუვითაროს  ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია,ინფორმაციის მოპოვება და შედარება, დასკნების გამოტანის უნარი.
  • ე.ს.გ.სტანდარტი:
           ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  
  •  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ  თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებს 
  • ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:            
    ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს;
  •  კლასში  მუშაობისას ადარებს ერთი და იმავე ეპოქის სხვადასხვა ქვეყნის საომარ კულტურას
  • საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
  • სახელმძღვანელო , ფურცელი, კომპიუტერი, ელექტრონული   პრეზენტაცია,     სქემა ომების შეასახებ
  • ფოტოები:




четверг, 25 октября 2018 г.

ისტორიის წრე ,,ოქროს საწმისი" მეოთხე შეხვედრა

 ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მეოთხე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის19 ოქტომბერს.
  
  •  თემა: ,,ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება და მოღვაწეობა"
  •  მიზანი: მოსწავლეები ისაუბრებენ ალექსანდრე მაკდენოლელის მმართველობაზე      და   მის მიერ გატარებული სამხერო რეფორმების მნიშვნელობაზე და ბრძოლებზე,იმსჯელებენ და შეაფასებენ თუ როგორ იქცა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს  მხედარმთავრად. 
  • განსავითარებელი უნარები:მოსწავლეებს განუვითაროს  ისტორიული ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება-მოძიება,აზრის ჩამოყალიბების და დასკნების გამოტანის უნარი.
  • ე.ს.გ.სტანდარტი: 
  • ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.  
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
  •  ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებ

        ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, 
        განვითარება და  შედეგები.
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:            
  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით      აჯგუფებს სხვადასხვა ომს
  •  კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ადგენს მისთვის ნაცნობი ომების სიას და აჯგუფებს მათ ცხრილის საშუალებით ხასიათისა და მასშტაბის მიხედვით.

  • ირჩევს ერთ-ერთ ბრძოლას (ან საომარ კამპანიას) და წერილობით მსჯელობს მასში მხედართმთავრის როლზე.

  • საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
  • სახელმძღვანელო,დაფა,ფურცელი,კომპიუტერი,ელექტრონული           პრეზენტაცია,პოლიტიკური რუკა/პრეზენტაცია

  • გამოყენებული რესურსის ლინკი:https://arcg.is/0bST9u
  • წრის ამსახველი ფოტოები:



















воскресенье, 14 октября 2018 г.

ისტორიის წრე ,,ოქროს საწმისი"მესამე შეხვედრა

       
     ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მესამე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 12 ოქტომბერს ,წრის წევრებთან ერთად წავედით  ეთნოგრაფიული მუზეუმის,,ბორჯღალოს"დასათავალიერებლად.
         თემა: ეთნოგრაფია
        მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიის ერთერთი დარგის  დისციპლინას- ეთნოგრაფიას,თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიის შესასწავლად, ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობას,განსახლებას და კულტურულ-ისტორიული კავშირის აღწერას.
         განსავითარებლი უნარები:დამოუკიდებელი აზრის გამოხატვას,მსჯელობას,ხელს უწყობს ცოდნის შეძენას,კვლევას,ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებას,კულტურული მემკვიდრობის მრავალფეროვნებას ,თანამშრომლობის უნარს.
        
       მიმართულება: კულტურა და რელიგია

ისტ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.  

  •          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, კლასი, მეგობრები, დასახლება და ა.შ.) გამოყოფს ფაქტორებს (მაგ.: საერთო ზნეობრივი ღირებულებები, გარემოებები და ა.შ.), რომლებიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის
  • ეცნობა სხვადასხვა კულტურაში დამკვიდრებულ ეთიკეტის ნორმებს  და ჯგუფის წევრებთან ერთად გაითამაშებს კონკრეტულ სიტუაციას ამ ნორმების წარმოსადგენად;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად  აყალიბებს კულტურული ადამიანისა და საზოგადოების პორტრეტს;
  • მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს თავის მშობლიურ კუთხეში მარტივ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ბუნებრივი პირობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების თავისებურებათა (მაგ.: რეწვა, ხალხური შემოქმედება, თამაშობები) შესასწავლად;         
  •         ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:

  •  

        მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერებითა და შესწავლით,ეთნოგრაფია იკვლევს ეთნიკური კულტურათა საერთო და განსხვავებულ დარგებს,იმას თუ რა წვლილი შეუტანა კულტურის საგანძურში ხალხს,მათში დამკვიდრებულ ზნე-ჩვეულებებს,ტრადიციებს,,ბორჯღალოს"მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები,ხალხური რეწვის დარგები,აგრარული მეურნობა და ყოფითი ცხოვრება.

воскресенье, 7 октября 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისი" მეორე შეხვედრა

   ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მეორე სხდომა ჩატარდა 2018 წლის 5 ოქტომბერს

  •   თემა:   ბერძენ-სპარსელთა ომები
  •  მიზანი:      მოსწავლეები გაეცნობიან ძველი ანტიკური წამყვანი სახელმწიფოების     ისტორიას,დაპირისპირებული სახელმწიფოების ზრახვებსა, მათ შორის გამომწვევ   კონფლიქტის მიზეზებსა და  შედეგებს.
  •  განსავითარებელი უნარები:წაკითხული,მოსმენილი მასალის გააზრება და გადმოცემა,დახარისხება,დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება,რუკაზე მუშაობა.
  • ე.ს.გ.მისაღწევი შედეგები მიმართულების მიხედვით:                             მიმართულება:სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

       ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,        განვითარება და  შედეგები.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  •       ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს;

  • ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დაადგენს მეომრის ქცევის კოდექსს განსხვავებულ ეპოქებსა და კულტურებში
  • ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები



понедельник, 1 октября 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისი" პირველი შეხვედრა

    ისტორიის წრის პირველი სხდომა ჩატარდა 2018 წლის 28 სექტემებრს, მოსწავლეებთან ერთად  შევიმუშავე სემესტრის განმავლობაში განსახილველი წრის სამუშაო გეგმა და შეფასების რუბრიკა,განვსაზღვრეთ წრის მუშაობის განრიგი და დრო,მოსწავლეებმა დახატეს წრის ლოგო.






      პირველივე სხდომის შემდეგ,მშობლებთან შეთანხმებით მოეწყო გასვლითი ღონისძიება შ.რუსთაველის სახ.უნივერსიტეტთან,,ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“უნივერსიტეტის ორგანიზებით გიმართა, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას.      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: გაცოცხლებული არქეოლოგია: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად მოეწყობა არქეოლოგიის კუთხე, ექსპონატებით, „საბავშვო არქეოლოგია“.მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა





     სამეცნიერო გამოცემების გამოფენა (დაფინანსებული საგრანტო პროექტები); ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია: პონტოელი ბერძნები აჭარაში: წარსული და თანამედროვეობა.


      ინტერაქტიული პროგრამა: როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში? (ქაღალდის დამზადება, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვა და მისი შემკობა) 

  
წიგნის აკინძვა. ყდის მხატვრული გაფორმება ოქრომელნითა და ძვირფასი ქვების იმიტაციით.

     
      მოეწყო ძალაინ ბევრი და საინტერესო აქტივობები თითქმის ყველა საგნის სფეროში,





Add caption
Add caption


Add caption




















ძალიან კმაყოფილები,ემოციით სავსე და მოტივირებულები დაბრუნდნენ სახლებში:)

ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"გეგმა და შეფასების რუბრიკები


ისტორიის  წრის  გეგმა

წრეზე განსახილველი საკითხები
ჩატარების დრო და ხანგრძლივობა
შენიშვნა
1
შეხვედრა წრის წევრებთან,შეხვედრის განრიგის დადგენა და თემატიკის გაცნობა,გასვლითი ღონისძიება შ.რუსთაველის სახ.უნივერსიტეტთან,,ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“
2018წ.28 სექტემბერი,
14 სთ.

2
ბერძენ -სპარსელთა ომები
2018წ.5 ოქტომბერი.
14 სთ.

3
ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება,,ბორჯღალო“
2018წ.12ოქტომბერი.
14 სთ.

4
ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება და მოღვაწეობა
2018წ.19ოქტომბერი.
14 სთ.

5
რომი და კართაგენი,პუნიკური ომები
2018წ.26 ოქტომბერი.
14 სთ.

6
არაბთა სახალიფო
2018წ. 2 ნოემბერი.
14 სთ.

7
თურქ-სელჩუკები და მანაზკერტის ბრძოლა
2018წ. 9 ნოემბერი.
14 სთ.

8
ჯვაროსნული ომები და მიზეზები
2018წ. 16 ნოემბერი.
14 სთ.

9
,,ტოლერანტობა"(ეთნიკური მრავალფეროვნება,კულტურა და რელიგია საქართველოში)
2018წ. 22 ნოემბერი.
14 სთ.
23 დასვენების დღეა და ჩატარდება წინა დღით
10
ოსმალეთის იმპერია,ბიზანტიის იმპერიის დაცემა და მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა
2018წ. 30 ნოემბერი.
14 სთ.


11

სტუმრად ბიბლიოთეკაში,წიგნი თუ კომპიუტერი
2018წ.7 დეკემბერი.
14 სთ.

12
ნაპოლეოინის ომები,რევოლუციური საფრანგეთი და ევროპა
2018წ.14 დეკემბერი.
14 სთ.

13

შემაჯამებელი შეხვედრა(მშობელთა კითხვარის შევსება)

2018წ.21დეკემბერი.
14 სთ.






შეფასების კრიტერიუმები:

ჯგუფის მუშაობის რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია 
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული

ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
იცავენ დროის ლიმიტს
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას



პროექტის-პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
დაბალი 
საშუალო
კარგი 
საუკეთესო 
მასალების შეგროვება
აქვს მწირი ინფორმაცია
 საკითხის შესახებ
აქვს ინფორმაცია,მაგრამ არ აქვს პრობლემის გადაჭრის გზები
აქვს ინფორმაცია სრულად,მაგრამ არ აქვს ფოტო,ვიდეო,მასალა
სრულად არწერს თემას და მის ირგვლივ არწერს პრობლემის გადაჭრის გზებს,მიტეტუბული აქვს ინფორმაციის წყარო და რესურსი
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი
ისტ არ არის გამოყენებული,
მოუწესრიგებელია
მოუწესრიგებელია,ისტი გამოყენებულია მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლის მიერ,არ ჩანს მოსწავლეთა ჩართულობა


მოწესრიგებულია,ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია,ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან
კარგად არის ორგანიზებული,ჩანს მოსწავლეების მიერ გადანაწილებული დავალების სრულყოფილება
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას

მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
მიჰყვება ინსტრუქციებს,თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია,დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
არ შეესაბამება შინაარს
ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარს
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია,ზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარს
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული,
მინიმალურად არის მიღწეული მიზანი,გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიღწეულია გარკვეული მიზანი,მოთხოვნა ზოგადა გათვალისწინებულია
მიზანი სრულად არის მიღწეული