ისტორიის წრის განაცხადი
1
|
წრის ხელმძღვანელი
|
ქ.ბათუმის აკ.წერეთლის
სახ.მე-11 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი :თამილა დუმბაძე
|
2
|
წრის წევრები/კლასი
|
VIII ,ა“კლასის მოსწავლეები:
ამირან ბეშკენაძე, გოგა აბაშიძე,ლიკა კაჭარავა,კახა კახიძე,ოლიკო ჭეიშვილი,ლუკა
ჩაგუნავა,ანანო დოლიძე,ლაშა გორაძე,ნინი გორგილაძე,საბა არაბული,გიორგი
მგელაძე,ნიკოლოს რეხვიაშვილი,ნინი ივანაძე
|
3
|
წრის მუშაობის დაწყება
|
2018 წლის 28 სექტემბერი
|
4
|
წრის მუშაობის
დამთავრება
|
2018 წლის 21
დეკემბერი
|
5
|
მიზანი
|
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება,მასალის
ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა,მარტივად გასაგები
სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით მოტივაციის ამაღლება, რუკის ათვისება,
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება,ფაქტებისა და მოვლენების განსაზღვრა-დაკავშირება
შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან,თანამედროვეობასთან,კვლევა-ძიებისა და
შემოქმედებითი უნარის გამომუშავება და წარმოჩენა.
|
6
|
არსებული მდგომარეობა
|
წრეში სურვილისამებრ გაერთიანდნენ(მშობელთან შეთანხმებით) სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები,
ერთობლივად შევარჩიეთ
მერვე კლასის თემატური მასალიდან საკვანძო საკითხები,დავგეგმეთ წრის სამუშაო
შეხვედრების დრო, ადგილი და მუშაობის ხანგრძლივობა. წრის მუშაობით დაინტერესებულ
ყველა მოსწავლეს დაურიგდა წრეზე სამუშაოდ შერჩეული მასალის ჩამონათვალი და
სამუშაო გეგმა.
დავადგინეთ, რომ წრის
სამუშაო შეხვედრა შედგება პარასკევს მე-6 გაკვეთილის შემდეგ 14 საათზე.
|
7
|
განსახორციელებელი
აქტივობები
|
1. ტექსტზე მუშაობა, ინფორმაციის მოძიება და
დახარისხება
2. კითხვა- პასუხი
წაკითხული მასალის ირგვლივ.
3.კვლევითი უნარ-ჩვევის
ჩამოყალიბება სამუშაო მიზნიდან გამომდინარე
4. რუკაზე მუშაობა.
5. სურათების, ნახატების და სხვა ვიზუალური
თვალსაჩინო მასალის გაცნობა და მათი შინაარსიდან გამომდინარე, საკუთარი აზრის
წერილობით გადმოცემა.
5. წყაროებზე მუშაობა და
ანალიზი
6.ისტორიულ პროცესებზე
დაკვირვება და მათი ცხრილის ან სქემის სახით წარმოდგენა, სხვადასხვა სახის დიაგრამებზე მუშაობა.
7. მრავალფეროვანი სახის
საშინაო დავალების მიცემა:
ა)კონტურულ რუკაზე
მუშაობა,ბ) პროექტზე მუშაობა, გ) დამატებითი ინფორმაციის მოძიება
8.რესურსის შექმნა
9.გასვლითი ღონისძიებები
|
8
|
მოსალოდნელი შედეგები(შესაბამისობა ე.ს.გ. სტანდარტთან)
|
საწრეო მუშაობა ხელს
შეუწყობს ისტორიის საგნისადმი დაინტერესებას, გაიგებენ,გაანალიზებენ საინტერესო და მნიშვნელოვან
ამბებს, მოვლენებს, რამაც ღრმა კვალი დაამჩნია მსოფლიო ისტორიასა
და კულტურას, შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ცოდნა მეტად
წარმოაჩინონ,შეძლებენ დააკავშირონ
ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან. მოსწავლეები მიეჩვევიან ტექსტსა და
წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობას,ჯგუფთან მუშაობას, დამოუკიდებელი და
ლოგიკური აზროვნების უნარის გამოვლენას საგაკვეთილო პროცესში, ადვილად
მოახდენენ საკითხის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, გაუჩნდებათ
საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა,ეს კი ხელს შეუწყობს მათ ადაპტირებას
სოციუმთან და თვითრეალიზაციაში. მოეწყობა გასვლითი ღონისძიებება მუზეუმები,შესაძლებლობა მიეცემათ თავად შექმნან ისტორიის დამხმარე რესურსები. საწრეო
მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას და მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს მათ მზრუნველ დამოკიდებულებას
საკუთარი ქვეყნის მიმართ .
|
9
|
შეფასება მოხდება სპეციალურად
შედგენილი შეფასების რუბრიკების მიხედვით,რომლებიც წრის სამუშაო გეგმასთან ერთად
არის წარმოდგენილი.
|
მოსწავლეები შეფასდებიან
მათთან ერთად შემუშავებული განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმებით
|
10
|
რესურსები
|
სახელმძღვანელოები,
მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია, მსოფლიო პოლიტიკური რუკა, კომპიუტერი, მობილური,ფორმატები,მარკერები,
დაფა, ცარცი, კონტურული რუკა, პლაკატები, კარიკატურები, ილუსტრაციები,
|
Комментариев нет:
Отправить комментарий