ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მესამე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 12 ოქტომბერს ,წრის წევრებთან ერთად წავედით ეთნოგრაფიული მუზეუმის,,ბორჯღალოს"დასათავალიერებლად.
თემა: ეთნოგრაფია
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიის ერთერთი დარგის დისციპლინას- ეთნოგრაფიას,თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიის შესასწავლად, ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობას,განსახლებას და კულტურულ-ისტორიული კავშირის აღწერას.
მიმართულება: კულტურა და რელიგია
ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.
- შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, კლასი, მეგობრები, დასახლება და ა.შ.) გამოყოფს ფაქტორებს (მაგ.: საერთო ზნეობრივი ღირებულებები, გარემოებები და ა.შ.), რომლებიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის
- ეცნობა სხვადასხვა კულტურაში დამკვიდრებულ ეთიკეტის ნორმებს და ჯგუფის წევრებთან ერთად გაითამაშებს კონკრეტულ სიტუაციას ამ ნორმების წარმოსადგენად;
- გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად აყალიბებს კულტურული ადამიანისა და საზოგადოების პორტრეტს;
- მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს თავის მშობლიურ კუთხეში მარტივ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ბუნებრივი პირობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების თავისებურებათა (მაგ.: რეწვა, ხალხური შემოქმედება, თამაშობები) შესასწავლად;
- ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:
-
მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერებითა და შესწავლით,ეთნოგრაფია იკვლევს ეთნიკური კულტურათა საერთო და განსხვავებულ დარგებს,იმას თუ რა წვლილი შეუტანა კულტურის საგანძურში ხალხს,მათში დამკვიდრებულ ზნე-ჩვეულებებს,ტრადიციებს,,ბორჯღალოს"მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები,ხალხური რეწვის დარგები,აგრარული მეურნობა და ყოფითი ცხოვრება.
dzalian saintereso iko
ОтветитьУдалить