суббота, 10 ноября 2018 г.

ისტორიის წრე ,,ოქროს საწმისის"მეექვსე შეხვედრა



ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მეექვსე  შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 2 ნოემბერს.

 თემა: ,,არაბთა სახალიფო“.
 მიზანიმოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან არაბეთის ნახევარკუნძულის გეოგრაფიულ მდებარეობას,სახალიფოს შექმნის პირობებსა და ახალი რელიგიის ისლამის გავრცელების შესახებ ,იმსჯელებენ და შეაფასებენ მუჰამედის მიერ განხორციელებულ რეფორმებს:როგორც რელიიგის მქადაგებელი და პოლიტიკოსი,აქ მცხოვრები ხალხის ყოფა-ცხოვრებას,შეაჯამებენ  არაბთა მიერ განხორციელებულ სამოქალაქო ომებსა და საგარეო დაპყრობების მნიშვნელობას თუ რა გავლენა იქონია მსოფლიოს ისტორიაზე.
განსავითარებელი უნარები:მოსმენილი მასალის გააზრება-გადმოცემა,დახარისხება,დამოუკიდებელი არგუმენტირებული აზროვნების ჩამოყალიბება,რუკაზე მუშაობა.
...სტანდარტი:
ისტ.VIII.8.     მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი);
  • ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე;
სტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერილობით ადარებს სხვადასხვა ქვეყანაში ომით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებს;
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:სახელმძღვანელო,რუკა,კომპიუტერი.
        ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:





Комментариев нет:

Отправить комментарий