среда, 26 декабря 2018 г.

ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის" I-ლი სემესტრის რეფლექსია




ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის I-ლი სემესტრის მუშაობის რეფლექსია.
    
        ისტორიის სწავლების გაძლიერების მიზნით  წრის დასაწყისში სკოლის ადმინისტაციასთან,მშობლებთან და მოსწავლეებთან შეთანხმებით შევქმენი ისტორიის წრე ,,ოქროს საწმისი“,ჩემი მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება,შემოქმედებითი და სხვადასხვა უნარების განვითარება.მათ წინასწარ გავაცანი დეტალური ინფორმაცია:წრის გეგმა,მიზნები,მოსალოდნელი შედეგები,დრო,ხანგრძლივობა და საჭირო რესურსები.
         წრის დაწყებისთანავე შეიმჩნეოდა მოსწავლეების დიდი მონდომება,ჩართულობა, ინტერესი,საჭიროებები,ინდივიდუალური შესაძლებლობები.დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, გაუმჯობესდა წრეში მონაწილე   მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარება,შეძენილი  ცოდნის განმტკიცება,გაღრმავება და პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოსწავლეთა სოციალური,მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.მოსწავლეები საკითხს უკეთ ითვისებდნენ და განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდნენ  რესურსის შექმნისა და გამოყენების დროს (ვიდეო რგოლები,პრეზენტაციები,სლაიდები) ,ასევე  დიდი მოტივაცია გამოავლინეს  გასვლითი ღონისძიებების დროს,რამაც ცოდნის ბევრი უნარ-ჩვევები შესძინა.
        წრის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მივაღწიე დასახულ  მიზანს,წრეში გაერთიანებულ მოსწავლეებს განუვითარდათ:კომუნიკაციის,თანამშრომლობის,თვითრეალიზაციის, ანალიტიკური,შეფასების,კვლევა-ძიების უნარი.სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით მივაღწიე სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოტივაციას,საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას,ჩამოუყალიბდათ მზრუნველი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ.
    მუშაობა მიმდინარეობდა   სამუშაო განრიგის მიხედვითყველაფერი დროში იყო გაწერილი, მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა რომ მსგავს სამუშაოს უფრო მეტი დრო სჭირდება. ანალოგიურ შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსათვის მეტ დროს გამოვყოფ. ასე, რომ წრის სამუშაო გეგმის განრიგის მოდიფიცირებას მომავალში დროის მიხედვით განვახორციელებ.


ისტორიის წრის,,ოქროს საწმისის" მე-13 შეხვედრა

 ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მე-13 შეხვედრა ჩატარდა 21 დეკემბერს ,2018 წლის.


მიზანი: შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა  მშობლებთან და წრის წევრებთან ერთად. შევაჯამეთ წრის მუშაობა,თუ როგორ მივაღწიეთ შედეგს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და სტანდარტიდან გამომდინარე,წრის მუშაობამ ხელი შეუწყო ისტორიის საგნის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას.მშობლებმა 
მოსწავლეებთან ერთად შეავსეს წრის მუშაობის კითხვარი:











Add caption


Add caption
Add caption




воскресенье, 23 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეთორმეტე შეხვედრა

ისტორიის წრის,,ოქროს საწმისის"მეთორმეტე შეხვედრა ჩატარდა:14 დეკემბერს 2018წ.

თემა: ნაპოლეონის ომები.რევოლოციური საფრანგეთი და ევროპა.

მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ მე-18 საუკუნის საფრანგეთის პოლიტიკური მდგომარეობის გაანალიზებას,იმსჯელებენ თუ რა იყო საფრანგეთის რევოლუციის მიზეზი და რამ გაუადვილა ნაპოლეონს ხელისუფლებაში მოსვლა.ისაუბრებენ და შეაფასებენ ნაპოლეონის სამხედრო წარმატებებას,ბრძოლების შესახებ და ნაპოლეონის  მარცხს.მოსწავლეები შეავსებენ ნაპოლეონის ომებს და შედეგეს ცხრილის სახით(წიგნში გვ.95), წარმოადგენენ პრეზენტაციას.

განსავითარებლი უნარები:მოსწავლეებს განუვითარდეს მსჯელობის,აზროვნების,კვლევის,შეფასების და ურთიერთპატივისცემის უნარები.
ე.ს.გ.სტანდარტი:

განსისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ  თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
მოსწაისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:            
ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადას
 სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:წიგნი,კომპიუტერი,პრეზენტაციის ფურცელი ,კალამი,რვეული.
წრის ამსახველი ფოტოები:









суббота, 15 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეთერთმეტე შეხვედრა

ისტორიის წრის მეთერმეტე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 7 დეკემბერს.

თემა:     ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში,წიგნი თუ კომპიუტერი"

მიზანი: ტექნოლოგიების ეფექტურად  გამოყენება და შესწავლა :ჩაატარონ პატარა კვლევა წიგნი თუ კომპიუტერი?
           ვესტუმრეთ ბიბლიოთეკას,მოსწავლეებმა თავად მოიძიეს საკითხავი წიგნები,ჩაატარეს გამოკითხვა ერთმანეთში ,გაესაუბრნენ ბიბლიოთეკარს,გააანალიზეს წიგნის მნიშვნელობა და არსი,შემდეგ გადაინაცვლეს კომპიუტერების ოთახში მოიპოვეს ინფორმაცია კომპიუტერის შექმნის და გაარკვიეს საგნები,სადაც უფრო მეტად იყენებენ კომპიუტერს ,ბოლოს გაანალიზეს , შეაჯამეს :წიგნი - არის განათლების ,ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალება,სადაც აღიქვამ მოვლენებს,განიცდი გმირების აზრებს,წიგნი ადამიანს აფიქრებს,ფანტაზიის უნარს უმუშავებს,აზროვნების,ლექსიკის მარაგს უვითარებს.კომპიუტერით-შეგვიძლია მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად,უპრობლემოდ.ორივე მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისათვის,როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებაში,მაგრამ ერთხმად აღნიშნეს,რომ წიგნი ადამიანს მეტად ასხამს ფრთას, ფანტაზიას,გაიხსენეს ციცერონის სიტყვები:,,წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს,სიბერეს ამხიარულებს,ბედნიერებას ამშვენებს;.

         განსავითერბელი უნარები:მოსწავლეებში ხელს უწყობს კვლევის,კითხვის,მოძიების,შეფასების, ანალიტიკური,კრიტიკული უნარების განვითარებას.
         ე.ს.გ. სტანდარტი
ისტ.VIII.14.          მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.
  • მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ადამიანის მოთხოვნილებების ზრდის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას; თანაკლასელებს აცნობს ჯგუფის მიერ დასახელებულ და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებულ ადამიანის მოთხოვნილებათა ჩამონათვალს;
  •  21 საუკუნის უნარ-ჩვევები
 საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

     სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი: წიგნი,კომპიუტერი,ბიბლიოთეკა.

     ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:


Add caption


Add caption


Add caption







четверг, 13 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეათე შეხვედრა


ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მეათე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 30 ნოემბერს.

თემა: ,,ოსმალეთის იმპერია,ბიზანტიის იმპერიის დაცემა და მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა".

 მიზანიმოსწავლეები  შეისწავლიან ოსმალეთის იმპერიას,რომელიც არსებობდა 1299-1923 წლებში და დაარსდა შუაზიური წარმოშობის მქონე თურქული ტომების მიერ ოსმან I -ის მიერ, იმსჯელებენ სახელმწიფოს მეთაურების აქტიურ პოლიტიკურ  დამპყრობლურ პოლიტიკაზე,თუ როგორ აღწევდნენ  წარმატებას,შეაფასებენ ბიზანტიისა და თურქების დაპირისპირების მიზეზს:თუ როგორ მოექცა კონსტანტინეპოლი ოსმალთა რკალში,იმსჯელებენ კონსტანტინეპოლის დაცემას რა უდუდესი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა დაემხო აღმოსავლური ქრისტიანული იმპერია და მისი ადგილი ისლამურმა იმპერიამ დაიკავა,აღწრენ ოსმალთა სულთნების შემდგომ წარმატებებს და ისაუბრებენ ,,ამასიის"საზავო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და პარალელებს გაავლებენ საქართველოს ისტორიაზე.


განსავითარებელი უნარები:მოსწავლეებს განუვითაროს ისტორიული ფაქტებისა, მოვლენების გაანალიზების,კვლევის ,შეჯამების უნარები

...სტანდარტი:

ისტ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათ კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოიპოვებს ინფორმაციას (ისტორიული რუკების, სახელმძღვანელოსა და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) ომის შედეგად გამოწვეული  მიგრაციების შესახებ

 ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
           
ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს
ისტ.VIII.8მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.


 განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი)


ისტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.


       წერილობით ადარებს სხვადასხვა ქვეყანაში ომით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებს;


საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:რუკა,სახელმძღვანელო,კომპუტერი,ინტერნეტი


ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:







суббота, 8 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეცხრე შეხვედრა

ისტორიის წრის,,ოქროს საწმისის"მეცხრე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 22 ნოემბერს
  
თემა:,,ტოლერანტობა"(ეთნიკური მრავალფეროვნება,კულტურა და რელიგია საქართველოში)
მიზანი და შედეგი:მოსწავლეები გაეცნობიამ და შეისწავლიან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებას,იმსჯელებებ თითეული მათგანის გავრცელების დროსა და მაშტაბებზე,განალიზებენ და მიმოიხილავენ ჯგუფებში მათი თანაცხოვრების კულტურას,რელიგიას და ისტორიას თუ რა დიდი როლი შეასრულა ქართველებმა ტოლერანტობის ჩამოყალიბებაში. I - ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია რელიგიების ისტორიის შესახებ, II - ჯგუფს საქართ.ტრადიციებისა და კულტურის შესახებ, III - ჯგუფს საქართ.მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისა და კულტურის ღირშესანიშნაობების შესახებ .
     მოსწავლეები  ერთმანეთსაფასებენ ,განასხვავებენ და ადარებენ საქართ.არსებულ სხვადასხვა რელიგიებს,კულტურულ ტრადიციებსა და ღირშესანიშნაობებს,მსჯელობენ რელიგიის როლს ადამიანის ცხოვრებაში თუ რა დიდი ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში და საქართველოს ისტორიაში. 
   მოსწავლეები ბოლოს ახარისხებენ საკითხებს და პრეზენტაციის სახით წარადგენენ  მიცემულ დავალებას.
    ტოლერანტობა „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა,რომ ადამიანი ადამიანია და ის წარმოადგენს კაცობრიობას! 
განსავითარებელი უნარები:მოსწავლეებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის,ურთიერთპატივისცემის,კვლევის,აზროვნების და შემოქმედებითი უნარები.
...სტანდარტი:
ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიკაცირება და მათ შორის არსებულ მსგავსებებისა და განსხვავებების გააზრება.
  • მსჯელობს მსოფლიო რელიგიების (ქრისტიანობა, ისლამი, )  ჩამოყალიბების ისტორიაზე;
  • აყალიბებს საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიების (ქრისტიანობა,  ისლამი) ძირითად ცნებებს;
  • ისტ.Vისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები
  •  ჩამოთვლის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. 
  • III.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.  
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად  
      სასწავლო მასალა და გამოყენებული რესურსები:წიგნი,ფურცელი,კალამი,კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,მობილური ტელეფონი

წრის ამსახველი ფოტოები: