четверг, 13 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეათე შეხვედრა


ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის"მეათე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 30 ნოემბერს.

თემა: ,,ოსმალეთის იმპერია,ბიზანტიის იმპერიის დაცემა და მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა".

 მიზანიმოსწავლეები  შეისწავლიან ოსმალეთის იმპერიას,რომელიც არსებობდა 1299-1923 წლებში და დაარსდა შუაზიური წარმოშობის მქონე თურქული ტომების მიერ ოსმან I -ის მიერ, იმსჯელებენ სახელმწიფოს მეთაურების აქტიურ პოლიტიკურ  დამპყრობლურ პოლიტიკაზე,თუ როგორ აღწევდნენ  წარმატებას,შეაფასებენ ბიზანტიისა და თურქების დაპირისპირების მიზეზს:თუ როგორ მოექცა კონსტანტინეპოლი ოსმალთა რკალში,იმსჯელებენ კონსტანტინეპოლის დაცემას რა უდუდესი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა დაემხო აღმოსავლური ქრისტიანული იმპერია და მისი ადგილი ისლამურმა იმპერიამ დაიკავა,აღწრენ ოსმალთა სულთნების შემდგომ წარმატებებს და ისაუბრებენ ,,ამასიის"საზავო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და პარალელებს გაავლებენ საქართველოს ისტორიაზე.


განსავითარებელი უნარები:მოსწავლეებს განუვითაროს ისტორიული ფაქტებისა, მოვლენების გაანალიზების,კვლევის ,შეჯამების უნარები

...სტანდარტი:

ისტ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათ კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოიპოვებს ინფორმაციას (ისტორიული რუკების, სახელმძღვანელოსა და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) ომის შედეგად გამოწვეული  მიგრაციების შესახებ

 ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
           
ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს
ისტ.VIII.8მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.


 განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი)


ისტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.


       წერილობით ადარებს სხვადასხვა ქვეყანაში ომით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებს;


საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:რუკა,სახელმძღვანელო,კომპუტერი,ინტერნეტი


ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:







Комментариев нет:

Отправить комментарий