ისტორიის წრის ,,ოქროს საწმისის“ I-ლი სემესტრის მუშაობის რეფლექსია.
ისტორიის სწავლების გაძლიერების მიზნით წრის დასაწყისში სკოლის ადმინისტაციასთან,მშობლებთან და მოსწავლეებთან შეთანხმებით შევქმენი ისტორიის წრე ,,ოქროს საწმისი“,ჩემი მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება,შემოქმედებითი და სხვადასხვა უნარების განვითარება.მათ წინასწარ გავაცანი დეტალური ინფორმაცია:წრის
გეგმა,მიზნები,მოსალოდნელი შედეგები,დრო,ხანგრძლივობა და საჭირო რესურსები.
წრის დაწყებისთანავე შეიმჩნეოდა მოსწავლეების დიდი მონდომება,ჩართულობა, ინტერესი,საჭიროებები,ინდივიდუალური შესაძლებლობები.დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, გაუმჯობესდა წრეში მონაწილე მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარება,შეძენილი ცოდნის განმტკიცება,გაღრმავება და პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოსწავლეთა სოციალური,მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.მოსწავლეები საკითხს უკეთ ითვისებდნენ და განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდნენ რესურსის შექმნისა და გამოყენების დროს (ვიდეო
რგოლები,პრეზენტაციები,სლაიდები) ,ასევე დიდი მოტივაცია გამოავლინეს გასვლითი ღონისძიებების დროს,რამაც ცოდნის ბევრი უნარ-ჩვევები შესძინა.
წრის
მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ,
მივაღწიე დასახულ მიზანს,წრეში გაერთიანებულ მოსწავლეებს განუვითარდათ:კომუნიკაციის,თანამშრომლობის,თვითრეალიზაციის, ანალიტიკური,შეფასების,კვლევა-ძიების
უნარი.სხვადასხვა მრავალფეროვანი
აქტივობებით მივაღწიე სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და
მოტივაციას,საწრეო მუშაობამ ხელი
შეუწყო საგნის პოპულარიზაციას,ჩამოუყალიბდათ მზრუნველი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ.
მუშაობა მიმდინარეობდა სამუშაო განრიგის მიხედვით, ყველაფერი დროში იყო გაწერილი, მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა რომ
მსგავს სამუშაოს უფრო
მეტი დრო სჭირდება. ანალოგიურ შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსათვის მეტ
დროს გამოვყოფ. ასე,
რომ წრის სამუშაო გეგმის განრიგის მოდიფიცირებას მომავალში დროის მიხედვით განვახორციელებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий