суббота, 15 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეთერთმეტე შეხვედრა

ისტორიის წრის მეთერმეტე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 7 დეკემბერს.

თემა:     ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში,წიგნი თუ კომპიუტერი"

მიზანი: ტექნოლოგიების ეფექტურად  გამოყენება და შესწავლა :ჩაატარონ პატარა კვლევა წიგნი თუ კომპიუტერი?
           ვესტუმრეთ ბიბლიოთეკას,მოსწავლეებმა თავად მოიძიეს საკითხავი წიგნები,ჩაატარეს გამოკითხვა ერთმანეთში ,გაესაუბრნენ ბიბლიოთეკარს,გააანალიზეს წიგნის მნიშვნელობა და არსი,შემდეგ გადაინაცვლეს კომპიუტერების ოთახში მოიპოვეს ინფორმაცია კომპიუტერის შექმნის და გაარკვიეს საგნები,სადაც უფრო მეტად იყენებენ კომპიუტერს ,ბოლოს გაანალიზეს , შეაჯამეს :წიგნი - არის განათლების ,ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალება,სადაც აღიქვამ მოვლენებს,განიცდი გმირების აზრებს,წიგნი ადამიანს აფიქრებს,ფანტაზიის უნარს უმუშავებს,აზროვნების,ლექსიკის მარაგს უვითარებს.კომპიუტერით-შეგვიძლია მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად,უპრობლემოდ.ორივე მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისათვის,როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებაში,მაგრამ ერთხმად აღნიშნეს,რომ წიგნი ადამიანს მეტად ასხამს ფრთას, ფანტაზიას,გაიხსენეს ციცერონის სიტყვები:,,წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს,სიბერეს ამხიარულებს,ბედნიერებას ამშვენებს;.

         განსავითერბელი უნარები:მოსწავლეებში ხელს უწყობს კვლევის,კითხვის,მოძიების,შეფასების, ანალიტიკური,კრიტიკული უნარების განვითარებას.
         ე.ს.გ. სტანდარტი
ისტ.VIII.14.          მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.
  • მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ადამიანის მოთხოვნილებების ზრდის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას; თანაკლასელებს აცნობს ჯგუფის მიერ დასახელებულ და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებულ ადამიანის მოთხოვნილებათა ჩამონათვალს;
  •  21 საუკუნის უნარ-ჩვევები
 საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

     სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი: წიგნი,კომპიუტერი,ბიბლიოთეკა.

     ისტორიის წრის ამსახველი ფოტოები:


Add caption


Add caption


Add caption







Комментариев нет:

Отправить комментарий