суббота, 8 декабря 2018 г.

ისტორიის წრე,,ოქროს საწმისის"მეცხრე შეხვედრა

ისტორიის წრის,,ოქროს საწმისის"მეცხრე შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 22 ნოემბერს
  
თემა:,,ტოლერანტობა"(ეთნიკური მრავალფეროვნება,კულტურა და რელიგია საქართველოში)
მიზანი და შედეგი:მოსწავლეები გაეცნობიამ და შეისწავლიან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებას,იმსჯელებებ თითეული მათგანის გავრცელების დროსა და მაშტაბებზე,განალიზებენ და მიმოიხილავენ ჯგუფებში მათი თანაცხოვრების კულტურას,რელიგიას და ისტორიას თუ რა დიდი როლი შეასრულა ქართველებმა ტოლერანტობის ჩამოყალიბებაში. I - ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია რელიგიების ისტორიის შესახებ, II - ჯგუფს საქართ.ტრადიციებისა და კულტურის შესახებ, III - ჯგუფს საქართ.მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისა და კულტურის ღირშესანიშნაობების შესახებ .
     მოსწავლეები  ერთმანეთსაფასებენ ,განასხვავებენ და ადარებენ საქართ.არსებულ სხვადასხვა რელიგიებს,კულტურულ ტრადიციებსა და ღირშესანიშნაობებს,მსჯელობენ რელიგიის როლს ადამიანის ცხოვრებაში თუ რა დიდი ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში და საქართველოს ისტორიაში. 
   მოსწავლეები ბოლოს ახარისხებენ საკითხებს და პრეზენტაციის სახით წარადგენენ  მიცემულ დავალებას.
    ტოლერანტობა „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა,რომ ადამიანი ადამიანია და ის წარმოადგენს კაცობრიობას! 
განსავითარებელი უნარები:მოსწავლეებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის,ურთიერთპატივისცემის,კვლევის,აზროვნების და შემოქმედებითი უნარები.
...სტანდარტი:
ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიკაცირება და მათ შორის არსებულ მსგავსებებისა და განსხვავებების გააზრება.
  • მსჯელობს მსოფლიო რელიგიების (ქრისტიანობა, ისლამი, )  ჩამოყალიბების ისტორიაზე;
  • აყალიბებს საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიების (ქრისტიანობა,  ისლამი) ძირითად ცნებებს;
  • ისტ.Vისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები
  •  ჩამოთვლის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. 
  • III.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.  
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად  
      სასწავლო მასალა და გამოყენებული რესურსები:წიგნი,ფურცელი,კალამი,კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,მობილური ტელეფონი

წრის ამსახველი ფოტოები:




Комментариев нет:

Отправить комментарий